11 საინტერესო და უცნობი ფაქტი
1.არსებობდა ასეთი პროფესია – „ხალხის გაღვიძება“ Knocker-up (ხალხის გაღვიძება) ან Knocker-upper (ხალხის გამღვიძებელი) – ეს ირლანდიაში და ინგლისში უკვე დავიწყებული პროფესიაა. ის სამრეწველო რევოლუციის დროს დაიბადა და მე-20 საუკუნის 20- იან წლამდე მოქმედებდა. „გამღვიძებლები“ ძირითადად ბამბუკის ჯოხებს იყენებდნენ, ზოგჯერ კი მაღალ სართულებზე ფანჯრებში ბარდას ისროდნენ.
2. გაგიკვირდებათ და თქვენს თმაში მიკროსკოპიური ოქროს ნაწილაკები არსებობს.
3. La Cosa Nostra-ს კომისია მაფიოზებს ცოლის ღალატის გამო კლავდა.
4. ჩინეთში პატიმარს აქვს უფლება დაიქირავოს ადამიანი, რომელიც ციხეში მასთან ერთად იჯდება.
5. ფინანსური ანატომია. რა ღირს დღეს თქვენი სხეული
6. სპილო ერთადერთი ცხოველია, რომელიც დაკრძალვის რიტუალს ახორციელებს. სპილოს ავად გახდომისას მისი ჯოგის წევრები მას საკვებით ეხმარებიან. თუ სპილო კვდება, მისი მეგობრები წყლის და საკვების მეშვეობით ეცდებიან მის გადარჩენას. როდესაც დარწმუნდებიან მის სიკვდილში, ჯოგი თხრის პატარა ორმოს, მარხავს სპილოს,ზემოდან ტოტებს აყრის და რამდენიმე დღის გამავლობაში საფლავთან რჩება.
7. ყველაზე რთული სათარგმნი სიტყვა არის – „mamihlapinatapai“ (მამიხლაპინატანა). ეს იაგანის ტომის იაგანური სიტყვაა, რომელიც გინესის რეკორდების წიგნშია შესული. დაახლოებით ასე ითარგმნება: „უყურო ერთმანეთს იმ იმედით, რომ რომელიმე მხარე დათანხმდება გააკეთოს ის, რაც ორივეს უნდა, მაგრამ არ აკეთებს“
8. ადელის პინგვინები პარტნიორს ხელს კენჭის მეშვეობით სთხოვენ. პინგვინი აწვდის საკუთარ რჩეულს იდეალურ კენჭს და თანხმობის შემთხვევაში ცხოვრების ბოლომდე მისი ერთგული რჩება.
9. ჩინგისხანს 500 ცოლი და უამრავი შვილი ჰყავდა. ცენტრალური აზიის ყოველი მეათე მაცხოვრებელი მის შთამომავლად ითვლება.
10. მთქნარებისას ადამიანი წამიერად გონებას კარგავს.
11. 1931 წელს ქალაქ მონტე-კარლოში „ჩარლი ჩაპლინის ორეულის“ კონკურსი ტარდებოდა, სადაც თვითონ ჩარლი ჩაპლინმა ჟიურისაგან მალულად მიიღო მონაწილეობა და მესამე ადგილი აიღო.