ცნობილმა ტელეწამყვანმა ჩელსი ჰენდლერმა ვლადიმერ პუტინის ფოტოს პაროდირებული ვერსია გადაიღო

გასართობი შოუების პოპულარულმა ამერიკელმა წამყვანმა ჩელსი ჰენდლერმა ვლადიმერ პუტინის ცნობილი ფოტოს, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი ცხენზეა გამოსახული, პაროდირებული ვერსია გადაიღო. ჩენდლერმა თავისი ფოტო Instagram-ზე გამოაქვეყნა, თუმცა სიშიშვლის გამო საიტის ადმინისტრაციამ ფოტო წაშალა. განრისხებულმა ტელე-წამყვანმა საიტი სექსიზმში დაადანაშაულა და თავისი ექაუნთიც გააუქმა, თუმცა ფოტომ პოპულარობის მოხვეჭა მოასწრო და ინტერნეტში ფართოდ გავრცელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები