ანგელა მერკელს საკუთარი სმაილი შეუქმნეს
ინტერნეტ მომხმარებლებმა ანგელა მერკელის დასახასიათებლად სპეციალური სმაილი შექმნეს. ამ ინფორმაციას ფრანგული გაზეთი „Le Figaro“ ავრცელებს. მისი შექმნელების თქმით, სმაილი გერმანიის კანცლერის სახის ტრადიციული გამომეტყველების და ხელების „საფირმო ჟესტის“ მიხედვით შეიქმნა.