ბრაზილიური „კორინტიანსი“ ერთგული ფანებისთვის უჩვეულო სასაფლაოს ქმნის

ბრაზილიური საფეხბურთო კლუბი „კორინტიანსი“ თავის ერთგულ გულშემატკივრებს უჩვეულო საჩუქარს, საკლუბო სასაფლაოს უმზადებს. პროექტს სახელად „კორინტიანსი სამუდამოდ“ ჰქვია. ადგილობრივი გამოცემა „Correo“ წერს, რომ ფანატების უკანასკნელი თავშესაფარის ფართობი 402 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს, პოტენციურად კი იქ 70 ათასი ადამიანის დაკრძალვაა შესაძლებელი. სასაფლაოს მშენებლობა სან-პაულუდან 40 კილომეტრის დაშორებით უკვე დაწყებულია, თუმცა პროექტის ღირებულება ამ დრომდე არ გახმაურებულა. სასაფლაო დასაფლავების ხარჯების გაღების შესაბამისად სამ ნაწილად იქნება გაყოფილი. ყველაზე ძვირადღირებული საფლავები სასაფლაოს ცენტრში არსებულ მოედანზე იქნება, რომელიც საფეხბურთო სტადიონის ფორმით არის შექმნილი და მას საფეხბურთო სტანდარტების შესაბამისი განლაგება და ტრიბუნებიც კი გააჩნია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები