ია ფარულავა ამალია ჯიბლაძის ფოტოებს გამოეხმაურა – ეგება ამ ქალს მაშინ უფრო უხაროდა ცხოვრება
მსახიობი ია ფარულავა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ამალია ჯიბლაძის ფოტოებს გამოეხმაურა. როგორც ფარულავა პროექტ “ნიჭიერის მონაწილეზე” წერს, ამ პროექტის შემდეგ ჯობლაძე ვარსკვლავი გახდა.
“და ისევ ამალია… მისი სიმღერის მერე, ბუნებრივია, შოკიდან გამოსულებმა უამრავი კითხვა დავუსვით მას (აბა, ახლა ჩვენი ნანუკა ამას ისე დატოვებდა? გრძელი საუბარი იყო და სრულად გადაცემაში ვერც შევიდოდა). ძალიან კარგად მახსოვს. მან თქვა, რომ რუსეთში ცხოვრებისას ის მღეროდა ხოლმე რესტორანში და ბარში. მაგრამ დიდ სცენაზე არასოდეს უმღერია. ამ ახალ ფოტოზე როგორც არის, მაინც და მაინც ასეთი ჩაცმული უნდა მოსულიყო კასტინგზე? ეგება მაშინ ამ ქალს უფრო უხაროდა ცხოვრება და ბედნიერი იყო, რომ თავს ირჩენდა სიმღერით და არა ხელოვნური ყვავილების კეთებით ლილოსთვის. სირცხვილია ის აჟიოტაჟი, რაც ამ ახალდსპეცომ ამოქექილ ფოტოს მოყვა. ამალია, გილოცავ, შენ ნამდვილი ვარსკვლავი გახდი AD ASTRA PER ASPERA”, – წერს ია ფარულავა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ფეისბუქზე ამალია ჯიბლაძის ფოტოები გავრცელდა. როგორც ავტორი აღნიშნავს, იგი რუსეთში მოღვაწეობდა და ფოტოებიც სწორედ იმ პერიოდშია გადაღებული.