მაიკ ტაისონი პირველად გამოტყდა, რომ 7 წლის ასაკში მოხუცმა გააუპატიურა
ლეგენდარულმა ამერიკელმა მოკრივემ მაიკ ტაისონმა დღეს პირველად გააკეთა სკანდალური აღიარება იმის შესახებ, რომ ბავშვობაში ის გააუპატიურეს. ამ ინფორმაციას ცნობილი სპორტული საიტი „eurosport“-იავრცელებს. „როდესაც შვიდი წლის ვიყავი, მე გამაუპატიურეს. ეს ვიღაც მოხუცი იყო. მან ქუჩაში გამომიჭირა და შემდეგ ჩემზე სექსუალურად იძალადა. მე სრულიად პატარა ბიჭუნა ვიყავი. ის აღარასოდეს მინახავს“ – განაცხადა ტაისონმა.
მოკრივის თქმით, მომხდარზე მას არასოდეს არავისთვის მოუყოლია და ინციდენტის შესახებ არც პოლიციისთვის უთქვამს. „ მე უბრალოდ ცხოვრება გავაგრძელე. არ ვიცი, ფსიქოლოგიური კუთხით ამ მოვლენამ ჩემზე გავლენა მოახდინა თუ არა“ – დაამატა ტაისონმა. მაიკ ტაისონმა 1992-1995 წლებში გაუპატიურებისათვის სამწლიანი პატიმრობა მოიხადა. 1997 წელს რინგზე ბრძოლისას „რკინის მაიკმა“ ევანდერ ჰოლიფილდს ყური მოაჭამა. 2005 წელს მაიკ ტაისონმა პროფესიონალური კარიერა დაასრულა.