ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ხმალაძე პედაგოგებს შეხვდნენ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მასწავლებლებს მრავალწლიანი წარმატებული პედაგოგიური საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს.

ღონისძიების ფარგლებში, წარმატებული და ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობისათვის, მუნიციპალიტეტის მერიისგან 38 საჯარო სკოლისა და კერძო სკოლა „მზექას“ პედაგოგები დაჯილდოვდნენ.

წიკლაურის თქმით, მომავალი თაობების აღზრდაში პედაგოგების როლი დიდია.

„თითოეულ თქვენგანს განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი როლი გაკისრიათ ჩვენი მომავალი თაობების აღზრდის საქმეში, მე ორმაგად ბედნიერი ვარ, რომ აქ ვხედავ ჩემს პედაგოგებს. მინდა, რომ კიდევ მრავალი თაობა აღზარდოთ, ისევე ღირსეულად, როგორც ამას აქამდე აკეთებდით. იცოდეთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან გამოხატულ მნიშვნელოვან მხარდაჭერასთან ერთად, ახალციხის მერია ყოველთვის იქნება თქვენს გვერდით.“ – აღნიშნა ვარლამ წიკლაურმა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სერგი მუშკუდიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები – დავით ტაბატაძე და ბესიკ ბლიაძე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები