ქუთაისი I საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს – „ქუთაისი: მითი და ლიტერატურა“ მასპინძლობს

ქუთაისი I საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს – „ქუთაისი: მითი და ლიტერატურა“ მასპინძლობს.

ინფორმაციას ქუთაისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფესტივალი იუნესკოს ლიტერატურის ქალაქის სტატუსის ფარგლებში ტარდება.

,,საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალში მონაწილეობენ მეცნიერები, ლიტერატურათმცოდნეები,
მთარგმნელები, მწერლები, პოეტები, გამომცემლობები საქართველოდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, იაპონიიდან, ესპანეთიდან, თურქეთიდან.
ფესტივალის გახსნას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ესწრებოდნენ : ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი დავით ერემეიშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, ქუთაისის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ზაზა ლომინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ჭიღვარია, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი და საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორი ვახტანგ ცაგარელი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელები.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებული სამდღიანი ღონისძიება მნიშვნელოვანი კულტურული პლატფორმაა, რომელიც ქართველ და უცხოელ მკვლევრებს, მწერლებს, მთარგმნელებს და ლიტერატურის მოყვარულებს აერთიანებს.
ფესტივალის პროგრამა მოიცავს ლიტერატურულ დისკუსიებს, წიგნების პრეზენტაციებსა და კულტურულ ღონისძიებებს.
ორი დღის განმავლობაში, ქუთაისის საერთაშორისო და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტებში, ქართველი და უცხოელი ლიტერატორები სხვადასხვა თემატურ სექციაში წარადგენენ მოხსენებებს და გაიმართება დისკუსიები.
ფესტივალის ფარგლებში, ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმსა და დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში გამოფენები მოეწყობა”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები