ნინო ბახტაძე: ჩოხატაურის სოფელ გუთურში, დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარი გაიხსნა, რომელიც შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა აკურთხა

,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურში, დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარი გაიხსნა, რომელიც შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა აკურთხა”,- ამის შესახებ ინფორმაციას, ოზურგეთის მერიის პრესსამსახურის უფროსი ნინო ბახტაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

მისივე თქმით, ტაძრის პროექტის ავტორი და მშენებელი-ინჟინერი თავისი მამიდაშვილი, ზურაბ გუჯაბიძეა, რომელმაც წინა წლებში 4 ტაძარი ააშენა.

„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურში, დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარი გაიხსნა, რომელიც შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა აკურთხა.

ტაძრის პროექტის ავტორი და მშენებელი _ინჟინერი ჩემი მამიდაშვილი, ზურაბ გუჯაბიძეა, რომელმაც წინა წლებში 4 ტაძარი ააშენა: ქ. ოზურგეთში, წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედის სახელობის ტაძარი, ექადიის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, სოფელ ბოხვაურის წმინდა სოფიოს სახელობის ტაძარი და სოფელ გვარას წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი.

ზემოთ ჩამოთვლილ სიას კი უკვე რიგით მეხუთე ეკლესია – სოფელ გუთურის დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარი შეემატა. გილოცავ ჩემო საამაყო ზურიკო, სამაგალითო ადამიანი ხარ შენი სიყვარულით და შენი რწმენით უფლის მიმართ.

ვიცი, რომ ამ ყველაფრის წინ უამრავი შრომა, პასუხისმგებლობა, პროფესიონალიზმი, სიკეთე და სიყვარული დგას.

დღეს, თქვენ მორიგ დასრულებულ პროექტს ხედავთ, ტაძარს თავისი დიდებულებით და თავისი სილამაზით.” – წერს სოციალურ ქსელში ნინო ბახტაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები