“ქართველების ისტორია, ქართველების კულტურა, ქართველების განათლება თუ იქნებ რამე სხვა აფიქრებინებს ევროკავშირის საელჩოს, რომ ქართველები შტერები ვართ?” – პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“ევროკავშირის საელჩომ აქციებისას ძალადობისთვის მსჯავრდებულ ზვიად ცეცხლაძეს მისწერა, რომ აქციებისას ძალადობისთვის მსჯავრდებულების გათავისუფლებას ითხოვს და ახლა ჩვენ გვიმტკიცებს, რომ ეს წერილი აქციებისას ძალადობისთვის მსჯავრდებული ცეცხლაძის მხარდაჭერას არ ნიშნავს და ტერორისტებთან მიმოწერა ჩვეულებრივი დიპლომატიური პრაქტიკაა, თუკი მათ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობის აქტუალური საკითხები აწუხებთ.

ვერ ვხდები მაინც, ამათგან რომელი – ქართველების ისტორია, ქართველების კულტურა, ქართველების განათლება თუ იქნებ რამე სხვა აფიქრებინებს ევროკავშირის საელჩოს, რომ ქართველები შტერები ვართ?”, – წერს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები