ჩერგოლეიშვილი – ლევან სანიკიძეზე: ეს სამარცხვინო არარაობა, ეს ავტოკრატის შნირი, ლხინში ყოფილა აქამდე

“ეს სამარცხვინო არარაობა, ეს ავტოკრატის შნირი, ლხინში ყოფილა აქამდე”, – ამის შესახებ პარტია “ფედერალისტების” ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი ლევან სანიკიძის მისამართით წერს.

აღნიშნულით ის სანიკიძის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც მან თქვა: “როცა ოპოზიციურ პარტიებს არ აერთიანებთ ლხინი, იქნებ, ჭირმა გააერთიანოს. ეს იქნება საგარეო და საშინაო ფრონტზე შესაძლებლობა, თავიდან შეიქმნას სინერგია კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიებსა და საზოგადოებას შორის“.

“არაფერი გაგვაერთიანებს სააკაშვილის რუსულ ავტოკრატიასთან – გელბახიანის, სარიშვილის, ახალაიების, ხაჭაპურიძის და გუბაზ სანიკიძის მოკავშირე პოლიტიკურ სამარეში ჩაიდება და ზედ ხორუმს ვიცეკვებ.

და ზუსტად ასე იქნება, როგორც ოთხი ოქტომბერი დასრულდა ზუსტად ისე, როგორც გაფრთხილებდით!”, – წერს ჩერგოლეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები