ნინო ფოჩხუა: ყველამ ვნახეთ, თუ როგორ გადაკეტეს გზა “ფორმულას” ჟურნალისტებმა, რითიც დაარღვიეს კანონი და მიიღეს შესაბამისი სასჯელი

,,მედია ორგანიზაციებმა გააკეთეს ერთობლივი განცხადება, სადაც აღნიშნავენ, რომ მიღებული რეპრესიული კანონების მიზანი ქვეყანაში კრიტიკული აზრის, თავისუფალი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების სრული განადგურებაა და მაგალითად მოჰყავთ “ფორმულას” ჟურნალისტების, ვახო სანაიასა და ქეთა ციცქიშვილის ადმინისტრაციული 5-დღიანი პატიმრობა. აი, ასეთი ტყუილებით კვებავენ უცხოელ პარტნიორებს, მხოლოდ ერთი მიზნით, რაც შეიძლება მეტი ფული გამოსძალონ დონორებს”, – ამის შესახებ ექსპერტი, ნინო ფოჩხუა, სოციალურ ქსელში წერს.

მისივე შეფასებით, ფუჭია შიდა აგენტურის მცდელობა, დახატოს ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის დევნა, ვინაიდან, მედია არასდროს ყოფილა ისეთი თავისუფალი, როგორიც არის დღეს.

„მედია ორგანიზაციებმა გააკეთეს ერთობლივი განცხადება, სადაც აღნიშნავენ, რომ მიღებული რეპრესიული კანონების მიზანი ქვეყანაში კრიტიკული აზრის, თავისუფალი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების სრული განადგურებაა და მაგალითად მოჰყავთ “ფორმულას” ჟურნალისტების ვახო სანაიასა და ქეთა ციცქიშვილის ადმინისტრაციული 5-დღიანი პატიმრობა. აი ასეთი ტყუილებით კვებავენ უცხოელ პარტნიორებს, მხოლოდ ერთი მიზნით, რაც შეიძლება მეტი ფული გამოსძალონ დონორებს. ყველამ ვნახეთ თუ როგორ გადაკეტეს გზა “ფორმულას” ჟურნალისტებმა, რითიც დაარღვიეს კანონი და მიიღეს შესაბამისი სასჯელი.
ასე რომ, სულ ფუჭია შიდა აგენტურის მცდელობა დახატოს ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის დევნა. მედია არასდროს ყოფილა ასეთი თავისუფალი, როგორიც არის დღეს.“ – წერს ფოჩხუა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები