ზაალ გელაშვილმა ბორჯომში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
სახელმწიფო რწმუნებულმა სამცხე-ჯავახეთის მხარეში ზაალ გელაშვილმა, პირველ მოადგილე გიორგი ქოჩიაშვილთან და ბორჯომის მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძესთან ერთად, ბორჯომში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიმოთესუბნიდან, დიდი და პატარა მიტარბის გავლით, დაბა ბაკურიანამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია (I ეტაპი) მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში 2.7 კმ მონაკვეთზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, ასევე მოეწყობა სანიაღვრე არხები.
“პროექტი ხორციელდება რეგიონში განსახორციელებელი პროექტებისა და მთის ფონდის დაფინანსებით. მისი ღირებულება 1 321 920 ლარს შეადგენს.
ასევე, ტიმოთესუბანში გზის გამყოლი ღობეების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ქვაბისხევის საჯარო სკოლაში კი ცენტრალური გათბობის სისტემა კეთდება.
სახელმწიფო რწმუნებული დაინტერესდა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიმდინარეობით.
ზაალ გელაშვილმა ადგილზე მიიღო ინფორმაცია ობიექტებზე არსებული მდგომარეობისა და სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ და ყურადღება გაამახვილა სამუშაოების დროულ და ხარისხიან შესრულებაზე,”- წერია ინფორმაციაში.