სტამბოლში ნარკოტიკების საქმეზე მასშტაბური სპეცოპერაცია გრძელდება – დაკავებულთა და დაკითხულთა შორის ცნობილი მსახიობები და მუსიკოსები არიან

სტამბოლში მიმდინარე მასშტაბური ნარკოტიკული გამოძიების ფარგლებში თურქეთის პროკურატურამ რამდენიმე ცნობილი მსახიობისა და მუსიკოსის წინააღმდეგ დაკავების ან დაკითხვის პროცედურები გააფართოვა.

თურქული მედიის ინფორმაციით, საქმის ფარგლებში ფიგურირებენ:

მსახიობები – ჰანდე ერჩელი, ბურაქ დენიზი, ჰაფსანურ სანჯაქთუთანი, აჰსენ ეროღლუ და იბრაჰიმ ჩელიქქოლი;
მომღერლები – სიმგე საღინი, მელექ მოსო, მუსტაფა ჯეჯელი, მერთ დემირი და ნორმ ენდერი;
ასევე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები – დიდემ სოიდანი, გუზიდე დურანი, სომერ სივრიოღლუ და სხვები.

გამოძიება ეხება ნარკოტიკული ნივთიერებების შესაძლო მოხმარებას, შეძენას ან გავრცელებას. ზოგიერთი პირი დროებით დააკავეს და დაკითხვაზე გადაიყვანეს, ნაწილს კი ბიოლოგიური ანალიზები ჩაუტარდა.

დაკავებულთა ნაწილი, ნარკოტესტირებისა და ჩვენების მიცემის შემდეგ, სასამართლო კონტროლისა და ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის პირობით გაათავისუფლეს.

პროკურატურის განცხადებით, ოპერაცია ფართომასშტაბიანი ანტინარკოტიკული გამოძიების ნაწილია და გამოძიება ამ დრომდე გრძელდება.

მათივე ცნობით, სპეცოპერაციის მიზანს არა მხოლოდ მომხმარებელთა იდენტიფიცირება, არამედ ნარკორეალიზატორთა ქსელის გამოვლენა წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები