გიორგი სვანიძე საკრებულოს წევრებთან და აპარატის უფროსთან ერთად ბოლნისის N1 საჯარო სკოლაში გამართულ „ბოლო ზარის“ ღონისძიებას დაესწრო და მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე, საკრებულოს წევრებთან და აპარატის უფროსთან ერთად, მშობლიურ, ქალაქ ბოლნისის N1 საჯარო სკოლაში გამართულ „ბოლო ზარის“ ღონისძიებას დაესწრო და მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საკრებულოს თავმჯდომარემ კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა, ასევე აღნიშნა, რომ მშობლიურ სკოლაში დაბრუნება მისთვის ყოველთვის განსაკუთრებულ ემოციასთან არის დაკავშირებული.

„განსაკუთრებული ემოციაა, როცა ისევ იმ გარემოში ბრუნდები, სადაც ყველაზე ლამაზი წლები გაქვს გატარებული. დღეს კი უკვე ახალი თაობა ემშვიდობება სკოლას და ცხოვრების ახალ ეტაპს იწყებს. ამ სკოლის კედლებს საოცარი ენერგია და მოგონებები აქვს.ჩემთვის, დიდი სიამაყეა ჩვენი ახალგაზრდების ყურება. მინდა თითოეულ კურსდამთავრებულს ვუსურვო დიდი წარმატება ცხოვრების ახალ, საინტერესო გზაზე!“ – აღნიშნა გიორგი სვანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები