დავით ერემეიშვილი და გიორგი ცხაკაია საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი და მერის პირველი მოადგილე გიორგი ცხაკაია საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს აშოტ სმბატიანს შეხვდნენ. ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

“საუბარი შეეხო დამეგობრებულ ქალაქებს – ქუთაისსა და გიუმრის – შორის ურთიერთობის უფრო აქტიურ და ეფექტურ ეტაპზე გადასვლის საკითხს, განსაკუთრებით, განათლებისა და კულტურის სფეროების მიმართულებით”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები