ჯეი დი ვენსი: ვფიქრობ, თუ ევროპულ მედიას აშშ-ის პრეზიდენტზე თავდასხმა სურს, მათ ჯერ სარკეში უნდა ჩაიხედონ

ვფიქრობ, თუ ევროპულ მედიას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტზე თავდასხმა სურს, მათ ჯერ სარკეში უნდა ჩაიხედონ, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპამ საკუთარ თავზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

„მთელი ცხოვრება ევროპული მედიის კრიტიკა მესმოდა იმის შესახებ, თუ რა პრობლემებია ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენ არც ეს გვაქვს, არც ის. ჩვენ საკმარისად არ ვხარჯავთ ჯანდაცვაზე, მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვაზე ამდენი თანხის დახარჯვის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ევროპაში ათიათასობით ჯარისკაცი გვყოლოდა.

ვფიქრობ, თუ ევროპულ მედიას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტზე თავდასხმა სურს, მათ ჯერ სარკეში უნდა ჩაიხედონ. პრეზიდენტს მხოლოდ ის აქვს ნათქვამი, რომ ჩვენ ვიქნებით კარგი მოკავშირეები, კარგი მეგობრები და სავაჭრო პარტნიორები, თუმცა სრულიად გონივრულია, რომ ევროპამ საკუთარ თავზე ცოტა მეტი პასუხისმგებლობა აიღოს“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები