ლუკაშენკომ ზელენსკისთან შეხვედრის მზადყოფნა გამოთქვა
ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მზადაა შეხვდეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის ან ბელარუსის ნებისმიერ წერტილში, რათა განიხილოს ორმხრივი ურთიერთობები.
„თუ მას სურს რაიმეზე საუბარი, რჩევის თხოვნა ან სხვა რამ, გთხოვთ, გააკეთეთ ეს, ჩვენ ამისთვის ღია ვართ. მე მზად ვარ შევხვდე მას ნებისმიერ ადგილას – უკრაინაში, ბელარუსში – და განვიხილოთ ბელარუს-უკრაინის ურთიერთობების პრობლემები. და შესაძლოა, პერსპექტივებზეც ვისაუბროთ. რატომღაც, ბევრი რამ გვაქვს განსახილველი ამერიკელებთან, გერმანელებთან, პოლონელებთან, ლიეტუველებთან და ლატვიელებთან, მაგრამ უკრაინასთან არაფერი“, – დასძინა მან.