ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანში „ჰეზბოლას“ 140-ზე მეტ ობიექტს დაარტყეს და ათობით ტერორისტის ლიკვიდაცია განახორციელეს

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სამხრეთ ლიბანში ოპერაცია გრძელდება. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ათობით ტერორისტის ლიკვიდაცია განახორციელეს და უამრავი იარაღი გაანადგურეს.

ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ მათი ჯარები „ჰეზბოლას“ მებრძოლებთან პირისპირ ბრძოლაში ჩაერთნენ და ასევე მათ ისრაელის საჰაერო ძალების მიერ განხორციელებულ საჰაერო იერიშებით დაუპირისპირდნენ.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ისრაელელმა ჯარისკაცებმა აღმოაჩინეს რაკეტების გამშვებები, ნაღმმტყორცნები, ყუმბარები, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები და სხვა იარაღი, რომლებიც მიმართული იყო ჩრდილოეთ ისრაელის ქალაქებზე.

ისრაელი აცხადებს, რომ გასული დღის განმავლობაში ისრაელმა საჰაერო იერიში „ჰეზბოლას“ 140-ზე მეტ ობიექტზე, ლიბანის 50-ზე მეტ რაიონში მიიტანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები