უკრაინის პრემიერ-მინისტრი: ქვეყანა ზამთრისთვის მზადაა

უკრაინა ფართომასშტაბიანი ომის პირობებში, მესამე ზამთრისთვის მზადაა,- ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ისაუბრა.

„დღეს საცხოვრებელი კორპუსების 99%-ზე მეტი მზადაა გათბობის სეზონის დასაწყებად. ზამთრისთვის მზადმყოფი სკოლების, საბავშვო ბაღებისა და საავადმყოფოების რაოდენობაც 100%-ს უახლოვდება. 18 000-ზე მეტი სათბური და 4,8 ათასი ცენტრალური გათბობის წერტილები სითბოს მიწოდებისთვის მზადყოფნის ეტაპზეა“, – განაცხადა შმიგალმა მთავრობის სხდომაზე.

პრემიერის თქმით, რესურსების დაგროვების კუთხით ამჟამად გაზის საცავებში 12,2 მილიარდი კუბური მეტრი ლურჯი საწვავია, ასევე, 3,1 მილიონი ტონა ნახშირია საწყობებში, რაც ზამთრის გადასატანად საკმარისია. ეს გათბობის სეზონი ისევე, როგორც წინა, დაგეგმილია შიდა წარმოების გაზზე.

შმიგალის თქმით, პარტნიორებმა უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდში დაახლოებით 700 მილიონი ევრო დააგროვეს. გარდა ამისა, მოსალოდნელია მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება ევროკავშირიდან ელექტროენერგიის იმპორტის ლიმიტების გაზრდაზე: 1,7-დან 2,2 გიგავატამდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები