ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ზელენსკი 17 ოქტომბრის სამიტზე მიიწვია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 17 ოქტომბრის ევროპული საბჭოს სამიტზე დაპატიჟა. ამის შესახებ მიშელმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.

„პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხუთშაბათს, 17 ოქტომბერს, ევროპული საბჭოს სამიტზე დავპატიჟე, რათა შევაფასოთ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ბოლო განვითარებები და წარადგინოს თავისი გამარჯვების გეგმა“, – წერს მიშელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები