P Diddy-ს სექსუალურ ძალადობაში კიდევ 6 ადამიანი ადანაშაულებს, მათ შორის 16 წლის ბიჭი

ამერიკელ რეპერს, შონ კომბსის (P Diddy) ახალი ბრალდება წაუყენეს.

როგორც Skynews-ი იუწყება, რეპერს სექსუალურ ძალადობაში კიდევ 6 ადამიანი ადანაშაულებს, მათ შორისაა 16 წლის ბიჭი.

ჰიპ-ჰოპის მაგნატის წინააღმდეგ დამატებით ექვსი სარჩელი ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოში 14 ოქტომბერს შევიდა. ყველა მათგანი ანონიმურად იქნა წარდგენილი.

ჩრდილოეთ კაროლინაში მცხოვრები ერთ-ერთი მოსარჩელის მტკიცებით, P Diddy-მ მას სექსუალური შეურაცხყოფა 16 წლის ასაკში მიაყენა, ეს ყოველივე კი 1998 წელს, რეპერის ერთ-ერთ ცნობილ თეთრ წვეულებაზე მოხდა.

რაც შეეხება სხვა სარჩელებს, ისინი გაუპატიურებასა და მსხვერპლთა ქმედუუნარობის პირობებში ნარკოტიკების მოხმარებას შეეხება.

შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკის პოლიციამ ცნობილი რეპერი და ჰიპ–ჰოპ არტისტი შონ კომბსი, რომელიც 1990-2000-იან წლებში ცნობილი იყო სახელით Puff Daddy და P. Diddy, სექს-ტრეფიკინგის, რეკეტების მოწყობისა და ქალების იძულებით პროსტიტუციაში ჩათრევის ბრალდებით დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები