ნანა კაკაბაძე: პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს ყველა იმ ამომრჩეველმა, რომელმაც ის შედეგი დააყენა 2012 წლამდე, რა რეჟიმშიც ვცხოვრობდით – მათ უნდა იგრძნონ პასუხისმგებლობა, რომ ამის განმეორება ქვეყანამ შეიძლება ვეღარ გადაიტანოს

დღეს პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს ყველა იმ ამომრჩეველმა, რომელმაც ის შედეგი დააყენა 2012 წლამდე, რა რეჟიმშიც ჩვენ ვცხოვრობდით – მათ უნდა იგრძნონ პასუხისმგებლობა, რომ ამის განმეორება ქვეყანამ შეიძლება ვეღარც კი გადაიტანოს, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა, ნანა კაკაბაძემ გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ განაცხადა.

„ჩვენ ამომრჩეველს უნდა გავაგებინოთ, რომ მოქალაქეებს არა მარტო უფლებები გააჩნიათ, არამედ – ვალდებულებებიც და ჩვენ თუ არ მივეჩვიეთ იმას, რომ გავისიგრძეგანოთ რა არის ჩვენი ვალდებულებები საზოგადოების წინაშე, ასე საზოგადოება ვერ განვითარდება. დღეს პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს ყველა იმ ამომრჩეველმა, რომელმაც ის შედეგი დააყენა 2012 წლამდე, რა რეჟიმშიც ჩვენ ვცხოვრობდით. მათ უნდა იგრძნონ პასუხისმგებლობა, რომ ამის განმეორება ქვეყანამ შეიძლება ვეღარც კი გადაიტანოს. ამიტომ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა დღეს ამომრჩეველს ეკისრება“, – აღნიშნა კაკაბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები