საფრანგეთში ფრინველის გრიპის რისკის დონე იზრდება

საფრანგეთმა ფრინველის გრიპის რისკის დონე მცირედიდან ზომიერამდე გაზარდა,- ამის შესახებ Reuters-ი ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება.

როგორც მედიასაშუალება წერს, ეს ნაბიჯი უსაფრთხოების ზომებს გააძლიერებს

სტატუსის ცვლილება ხდება მას შემდეგ, რაც პათოგენური ფრინველის გრიპის შემთხვევები რამდენიმე მეზობელ ქვეყანაში გაიზარდა, რაც ზრდის საფრანგეთის გავლით გადამფრენი ფრინველების მიერ ვირუსის გადაცემის შესაძლებლობას.

„უფრო მეტი ევროპული ქვეყანა აფიქსირებს ვირუსის შემთხვევებს. წინა პანდემიის დროს, მილიონობით ფრინველი განადგურდა“, – წერს მედიასაშუალება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები