ბორჯომში წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ტაძრის საძირკველი აკურთხეს
ჭიათურისა და საჩხერის, ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტი დანიელის ლოცვა-კურთხევითა და დეკანოზი ლუკას (რუსაძე) ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, ლიკანში წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის ტაძარი აშენდება. ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.
“ტაძრის საძირკვლის კურთხევას ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი, მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები – გიორგი ფერაძე და ნიკოლოზ კიკნაძე, თვითმმართველობის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და ადგილობრივები ესწრებოდნენ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ანზორ მამულაშვილი