ლევან მაჭავარიანი: ქალბატონი დეკანოიძე და ბატონი უგულავა დაკავებულები არიან სამღებრო სამუშაოებით და ძალიან ნიშანდობლივია, რომ წაშალეს წარწერა „არა ომს“

მმართველი გუნდის წევრი ლევან მაჭავარიანი „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერის დაზიანებას ეხმაურება.

„ქალბატონი დეკანოიძე და ბატონი უგულავა დაკავებულები არიან სამღებრო სამუშაოებით და ძალიან ნიშანდობლივია, რომ კიდევ ერთხელ მოახდინეს თავიანთი პოზიციის ლუსტრირება, როდესაც წაშალეს წარწერა „არა ომს“, იქიდან გამომდინარე, რომ ვხედავთ 2,5 წლის განმავლობაში მათგან, მათი თანაგუნდელებისგან და მთლიანად რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებისგან, რომ მათ საქართველოს ომში ჩათრევა უნდათ. ბატონი უგულავასგან შესაბამისი განცხადებები პირდაპირ ეთერში მოვისმინეთ, ძალიან ემოციურად გამოდიოდა ამ თემასთან დაკავშირებით“, – აცხადებს მაჭავარიანი.

ცნობისთვის, ხატია დეკანოიძემ და გიგი უგულავამ ქუთაისში მმართველი პარტიის ბანერი დააზიანეს, ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრები კი თავადვე გაავრცელეს. მათ ბანერზე განთავსებული წარწერა „არა ომს“ შეღებეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები