დაჩი ცაგურია – ოპოზიციაზე: მათ აქვთ ერთი გზა – ყველაფერი უნდა დაინგრეს, თუნდაც, ეს ქვეყანა დაიწვას, ოღონდ ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ

მათ აქვთ ერთი გზა – ყველაფერი უნდა დაინგრეს, თუნდაც,ეს ქვეყანა დაიწვას, ოღონდ ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ, – ამის შსახებ უფლებადამცველმა დაჩი ცაგურიამ გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ განაცხადა.

დაჩი ცაგურიამ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიც გაიხსენა.

„2008 წლის 5 იანვრის არჩევნები სააკაშვილმა ქართველ ხალს მოჰპარა და წაართვა. ეს იყო უდიდესი ტერორის ქვეშ ჩატარებული არჩევნები, რომელიც ამის მიუხედავად მოვიგეთ. თბილისში ეს ვერ შეძლეს, მაგრამ მთელი საქართველოს მასშტაბით მათ ფაქტობრივად, შტურმით აიღეს უბნები. იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ოპოზიციას ჰყავდა, ცემის, შეურაცხყოფის, ბულინგის ქვეშ გადაახიეს თავზე ეს ოქმები, დაწერეს ახალი და 2008 წლის 5 იანვრის არჩევნების ანალიზი ვინმემ რომ გააკეთოს, ნახავს, რომ თბილისს გარეთ იყო 90% უბნებისა, სადაც 1200 ამომრჩევლიდან ათასორასივემ ხმა მისცა „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს ხომ წარმოუდგენელი ამბავი იყო.

მიუხედავად ამისა, ხომ იყვნენ ადამიანები, ვინც მაშინ ხმა მისცეს „ნაციონალურ მოძრაობას“. მინდა, მივმართო მათ და ვინც ამ ოთხი „ნაციონალური მოძრაობიდან“ რომელიმესთვის ხმის მიცემას აპირებს – გთხოვთ, კარგად გაიაზროთ, გინდათ, თუ არა იყოთ იმის ნაწილი, რომ მაგალითად, 2008 წლის 5 იანვრის შემდეგ მოხდა უამრავი წამება ციხეში. ადამიანი, რომელმაც მაშინ ხმა მისცა ამ ბოროტებას, ავტომატურად გახდა ამ ბოროტების ნაწილი, ის ადამიანებიც არიან პასუხისმგებელი, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ მაშინ ხმას აძლევდა“, – აღნიშნა ცაგურიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები