„არ უნდა დაივიწყოს, რომ მისი ქვეყანა გაეროს გადაწყვეტილებით შეიქმნა“ – მაკრონმა ნეთანიაჰუ გააკრიტიკა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარი გამართა.

როგორც ისრაელის მედია წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, საუბრის დასრულების შემდეგ მაკრონმა ელისეის სასახლეში, დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე ნეთანიაჰუ გააკრიტიკა.

„ბატონმა ნეთანიაჰუმ არ უნდა დაივიწყოს, რომ მისი ქვეყანა გაეროს გადაწყვეტილებით შეიქმნა. ამიტომ, ახლა არ არის დრო გაეროს გადაწყვეტილებების უგულებელყოფისთვის“, – ციტირებს მედია მაკრონის სიტყვებს.

თავის მხრივ, საპასუხო განცხადება გაავრცელა ნეთანიაჰუს ოფისმა.

„შევახსენებთ საფრანგეთის პრეზიდენტს: ისრაელის სახელმწიფო არა გაეროს რეზოლუციამ, არამედ დამოუკიდებლობის ომში მოპოვებულმა გამარჯვებამ დააფუძნა, გმირი მებრძოლების სისხლის ფასად, რომელთაგან ბევრი ჰოლოკოსტს გადაურჩა, მათ შორის საფრანგეთის ვიშის რეჟიმს“, – ნათქვამია ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები