ანდრაშ ლასლო: ევროპული ქვეყნები აგრძელებენ ვაჭრობას რუსეთთან, მაგრამ ხედავენ, რომ მათ პოლიტიკას ძირი ეთხრება

თუ თქვენ გახვევენ სხვები საგარეო პოლიტიკას, თქვენ კარგავთ სუვერენიტეტს. ეს არის მიუღებელი დემოკრატიული სისტემისთვის, ნებისმიერი ხალხისთვის მსოფლიოში, – განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა უნგრეთიდან ანდრეშ ლასლომ გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“.

მისი თქმით, ევროპული ქვეყნები კვლავ აგრძელებენ ვაჭრობას რუსეთთან, მაგრამ ამავდროულად ხედავენ, რომ მათ პოლიტიკას ძირი ეთხრება და ისინი ზეგავლენას ახდენენ არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ არაბეთის ყურის ქვეყნებზეც.

„ევროპული პოლიტიკის უზარმაზარი წარუმატებლობაა სანქციების პოლიტიკა ეკონომიკურად და გლობალური დიპლომატიის თვალსაზრისით. დიდი შვიდეულის ქვეყნების გარეთ, არცერთი ქვეყანა არ მიერთებულა დასავლურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. მათ არ სურთ მიჰყვნენ დასავლურ პოლიტიკას, გაიზიარონ დასავლური ღირებულებები, იმ თვალსაზრისით, თუ როგორ მუშაობს გლობალური სისტემა. ეს არის გასაოცარი. რასაც ვხედავ ბოლო, ორ-ნახევარი წლის განმავლობაში. ცვლილებას, თუ როგორ მუშაობს საერთაშორისო სისტემა, ეს ცვლილება დაიწყო და დიდი მოთამაშეები, როგორიც არის ჩინეთი, ინდოეთი, უარს ამბობენ შეუერთდნენ დასავლურ პოლიტიკას და რაც დრო გადის ვხედავთ, რომ სიტუაცია უფრო და უფრო რთულდება უკრაინაში. დასავლელი ლიდერები იმედს კარგავენ, იმის გათვალისწინებით, რომ ვერ ახორციელებენ საკუთარ პოლიტიკას, ცდილობენ დანარჩენი ქვეყნები ჩაითრიონ ამაში. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მათ წარუმატებლობას. თუ თქვენ გახვევენ სხვები საგარეო პოლიტიკას, თქვენ კარგავთ სუვერენიტეტს. ეს არის მიუღებელი დემოკრატიული სისტემისთვის, ნებისმიერი ხალხისთვის მსოფლიოში. ჩვენ, უნგრეთში ვგრძნობთ იმავენაირ წნეხს და საქართველოს მოსახლეობა ძალიან, ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, თუ რა სურთ საკუთარი ქვეყნისთვის მომავალში“, – განაცხადა ანდრაშ ლასლომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები