თურქული მედიის ინფორმაციით, ანტალიაში 16 წლის ქართველ გოგოზე მეზობელმა სექსუალურად იძალადა. როგორც მედია წერს, მოზარდი შშმ პირია, ძალადობაში ბრალდებული კი დაკავებულია.
მედიის ინფორმაციით, მეზობელი კაცი ქართველების ოჯახში ელექტრობის შესაკეთებლად მივიდა. მამაკაცმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანი თავის სამუშაო სივრცეში წაიყვანა და იძალადა.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს ძალადობის პირველი შემთხვევა არ ყოფილა. გოგონას გადმოცემის პრობლემა ჰქონდა და მას შემდეგ, როგორც კი მომხდარის შესახებ ოჯახმა გაიგო, სამართალდამცველებს მიმართა.