შალვა ოგბაიძე – „ნაცმოძრაობის“ გასამართლებაზე: წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელსაც შეეხო ამ რეჟიმის ხელი, შვილი მოუკლეს, დაუპატიმრეს, მისთვის როგორი საყურებელია, როდესაც ესენი მაღალ მატერიებზე საუბრობენ

სამართალი მწარე წამალს ჰგავს, მწარეა მაგრამ ის უხდება ყველანაირ ავადმყოფობას. ამიტომ ამ სამართლის ქმნა სწორედაც რომ საჭიროა და ერთ-ერთი ნაბიჯი არის სწორედ რეჟიმის გასამართლება, – ამის შესახებ დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრმა, შალვა ოგბაიძემ გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობა“, როგორც რეჟიმი უნდა გასამართლდეს.

„წარმოიდგინეთ, ადამიანი, რომელსაც შეეხო სამხვრალი ხელი ამ რეჟიმის, შვილი მოუკლეს, დაუპატიმრეს, გადაუსახლეს, ქონება წაართვეს, მისთვის როგორი საყურებელია, როდესაც ესენი მაღალ მატერიებზე საუბრობენ. ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ ეს უნდა დამთავრდეს. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც შემოქმედნი იყვნენ ამ რეჟიმის და მთლიანობაში უნდა გასამართლდეს აუცილებლად“, – განაცხადა ოგბაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები