არჩილ გორდულაძე: წარმოიდგინოს ქართველმა ხალხმა, რას დამართებენ ჩვენს ქვეყანას, რას დამართებენ ქართველ ხალხს, ხელისუფლებაში დაბრუნების იოტისოდენა შანსი მაინც თუ გაუჩნდათ

მმართველი გუნდის წევრი არჩილ გორდულაძე ,,ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” წევრების მიერ,, ქართული ოცნების” საარჩევნო ბანერის დაზიანებას გამოეხმაურა.

,,ადამიანები, რომლებიც ქვეყანაში ომს ითხოვდნენ და ითხოვენ, ახლა ამ ყველაფერს საღებავით ებრძვიან. როგორც არ უნდა სცადონ საღებავით თავიანთი დანაშაულებრივი ქმედებებისა და მოწოდებების გადაფარვა, რა თქმა უნდა, არ გამოუვათ. წარმოიდგინოს ქართველმა ხალხმა, რას დამართებენ ჩვენს ქვეყანას, რას დამართებენ ქართველ ხალხს, ხელისუფლებაში დაბრუნების იოტისოდენა შანსი მაინც თუ გაუჩნდათ“, – აცხადებს გორდულაძე.

ცნობისთვის, ხატია დეკანოიძემ და გიგი უგულავამ ქუთაისში მმართველი პარტიის ბანერი დააზიანეს, კანონდარღვევის ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრები კი თავადვე გაავრცელეს. მათ ბანერზე განთავსებული წარწერა „არა ომს“ შეღებეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები