ვლადიმერ ბოჟაძე: ოპოზიციას არ აინტერესებს მოსახლეობის პრობლემები, ხედვა, დამოკიდებულება და საჭიროდაც არ თვლიან შეხვდნენ და დაელაპარაკონ მათ

ოპოზიციას არ აინტერესებს მოსახლეობის პრობლემები, ხედვა, დამოკიდებულება და საჭიროდაც არ თვლიან შეხვდნენ და დაელაპარაკონ მათ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დელეგატმა ლადო ბოჟაძემ გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ განაცხადა.

„ოცდაათივე საარჩევნო ოლქში ვეკითხებით ამომრჩევლებს, გინახავთ სადმე ოპოზიციის წარმომადგენლები? გვეუბნებიან – არა. ერთია, რომ მისასვლელი პირი არ აქვთ მოქალაქეებთან და გასაგებია. მეორე არის, რომ არც აინტერესებთ, არც მათი პრობლემები, ხედვა, დამოკიდებულება. არც კი თვლიან საჭიროდ, რომ შეხვდნენ და დაელაპარაკონ. ერთი არის, რომ ისინი არ ემზადებიან 26 ოქტომბრისთვის, ისინი ემზადებიან 27 ოქტომბრისთვის და წინასწარ აცხადებენ, რომ გარემოა გაუარესებული“, – აღნიშნა ბოჟაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები