თბილისში ავარიას სატვირთო ავტომობილის მძღოლი ემსხვერპლა

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მომხდარ ავარიას სატვირთო ავტომობილის მძღოლი ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი ხეს შეეჯახა.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები