აზერბაიჯანმა ოკუპირებულ სტეპანაკერტში საცხოვრებელი კორპუსების მასიური ნგრევა დაიწყო

მთიანი ყარაბაღის ტურიზმისა და კულტურის განვითარების სააგენტოს ყოფილმა თავმჯდომარემ, სერგეი შახვერდიანმა სოციალურ ქსელ ფეისბუკზე საკუთარ გვერდზე აზერბაიჯანის ხელისუფლება სტეპანაკერტში (ხანქენდი) საცხოვრებელი კორპუსების მასობრივ დანგრევაში დაადანაშაულა.

“ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, თუმანიანის ქუჩის გასწვრივ მდებარე დედაქალაქის ისტორიული კვარტალი მიწასთან გაასწორეს. ამ გზით ნადგურდება არა მხოლოდ ისტორია, არამედ მე-19 ადრეული მე-20 საუკუნეების კერძო შენობების ათასობით მფლობელის საკუთრების უფლება ირღვევა,” – წერს ის და ასევე აქვეყნებს დანგრეული კვარტალის სატელიტურ ფოტოსურათებს.

შახვერდიანის თქმით, აუცილებელია სტეპანაკერტის მცხოვრებლების სასწრაფო ორგანიზება და ყველა არსებული საშუალებით, არცახელების (ყარაბაღელების) კოლექტიური უფლებების, მათ შორის დაბრუნებისა და საკუთრების უფლების უზრუნველსაყოფად სომხეთის ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების საჯარო ნაბიჯების გადადგმის მოთხოვნა.

მანამდე, 20 სექტემბერს, დე ფაქტო ყარაბაღის რესპუბლიკამ მიიღო რუსი მშვიდობისმყოფელების წინადადება ცეცხლის შეწყვეტასა და საბრძოლო შენაერთების განიარაღებაზე, რაც ბაქომ აზერბაიჯანის მორიგ ტრიუმფად და ყარაბაღის კაპიტულაციად გამოაცხადა. ამასთან, აზერბაიჯანმა ყარაბაღელი სომხების რეინტეგრაციის გეგმასა და მშვიდობიან თანაცხოვრებაზე დაიწყო საუბარი, თუმცა, ყარაბაღელი სომხები აზერბაიჯანის ხელისუფლების კონტროლქვეშ ცხოვრებაზე უარს ამბობენ და სომხეთში, იძულებით გადაადგილებული პირების სტატუსით გადადიან საცხოვრებლად. ამ მოვლენებამდე ყარაბაღში 120 ათასი ეთნიკურად სომეხი ადამიანი ცხოვრობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები