ნიდერლანდების ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერი: ჩვენ ევროპაში ღაზად ვიქეცით – მუსლიმები პალესტინის დროშებით ებრაელებზე ნადირობენ
ნიდერლანდების ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერმა გერტ ვილდერსმა ამსტერდამში ებრაელებზე თავდასხმა დაგმო და აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა ევროპის ღაზის სექტორად იქცა.
“ჩვენ ევროპაში ღაზად ვიქეცით. მუსლიმები პალესტინის დროშებით ებრაელებზე ნადირობენ. არასდროს შევურიგდები ამას. ხელისუფლებას ებრაელების დაუცველობის გამო პასუხისგება მოუწევს. ეს არასდროს უნდა განმეორდეს“, – დაწერა ვილდერსმა სოციალურ ქსელ X-ში.
ცნობისთვის, ევროპის ლიგის ფარგლებში გამართული საფეხბურთო მატჩის შემდეგ, ამსტერდამში არეულობა დაიწყო. ისრაელელ გულშემატკივრებს თავს დაესხნენ. ათი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, სამი კი დაკარგულად ითვლება.