“ვინ მოდის თქვენს სახლში გაზის შიდა ქსელის უსაფრთხოების შესამოწმებლად?” – მოქალაქეების მეტი უსაფრთხოებისთვის “თბილისი ენერჯი” ინფორმაციას ავრცელებს
“ვინ მოდის თქვენს სახლში გაზის შიდა ქსელის უსაფრთხოების შესამოწმებლად?” – აღნიშნულთან დაკავშირებით “თბილისი ენერჯი” ინფორმაციას ავრცელებს.
მათი ცნობით, „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტების ვინაობისა და მათი საქმიანობის გადამოწმება ვებგვერდზე – TE.GE არის შესაძლებელი.
“იხილეთ ლინკზე 🔗https://shorturl.at/EuzvY
აბონენტებისთვის ხელმისაწვდომია სრული ინფორმაცია გაზის უსაფრთხოების სპეციალისტების შესახებ, რაც საშუალებას გაძლევთ დარწმუნდეთ მათ კომპეტენციასა და კვალიფიკაციაში.
გახსოვდეთ:
ჩვენი თანამშრომლები არასოდეს ითხოვენ პირად ინფორმაციას სატელეფონო ზარის საშუალებით.
შიდა ქსელის შემოწმების დროს მათ აცვიათ უნიფორმა და აქვთ კომპანიის საიდენტიფიკაციო ბეიჯი;
ისინი ვალდებულნი არიან გაგეცნონ და წარმოგიდგინონ შესაბამისი მოწმობა.
ყოველთვის მოითხოვეთ თანამშრომლის დამადასტურებელი საბუთი.
თქვენი კომფორტი და უსაფრთხოება კომპანიის მთავარი პრიორიტეტია.
ასევე საყურადღებოა, რომ ბოლო პერიოდში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც უცხო პირები ტელეფონით მომხმარებლებისგან პირად ინფორმაციას ითხოვენ.
ნუ გასცემთ პირად მონაცემებს ტელეფონით – ჩვენ ამას არასოდეს ვითხოვთ. მნიშვნელოვანი ინფორმაცია მეტი უსაფრთხოებისთვის “,- ნათქვამია ინფორმაციაში.