სუს-ის ანგარიში: 2025 წლის განმავლობაში უწყება ახორციელებდა აქტიურ საქმიანობას ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით, უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა და ცალკეული შიდა თუ გარე აქტორების მიერ წარმოებული დესტრუქციული ღონისძიებების პრევენციის მიზნით
“2025 წლის განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახორციელებდა აქტიურ საქმიანობას ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით, უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა და ცალკეული შიდა თუ გარე აქტორების მიერ წარმოებული დესტრუქციული ღონისძიებების პრევენციის მიზნით”, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2025 წლის ანგარიშშია ნათქვამი.
“მათ შორის, გატარებული ღონისძიებების შედეგად აღკვეთილ იქნა ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობა“, – განმარტებულია ანგარიშში.