ირანი შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებას არ დაიწყებს, თუ ვაშინგტონი ისლამური რესპუბლიკის მუქარას გააგრძელებს,- ამის შესახებ ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ, მოჰამედ ბაგერ ღალიბაფმა განაცხადა.
„აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოლაპარაკებების კაპიტულაციის შეთანხმებად გადაქცევას ცდილობს. თუმცა, ჩვენ არ ვიღებთ მუდმივი მუქარის ატმოსფეროში წარმოებულ დიალოგს“, – წერს ღალიბაფი X-ში.
ირანის პარლამენტის სპიკერმა დასძინა, რომ მისი ქვეყანა „მზადაა, ბრძოლის ველზე ძალთა ახალი ბალანსი აჩვენოს“ და რომ ამისთვის მზადება ბოლო ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.