ქარელის მუნიციპალიტეტში გზის ასფალტირება დაიწყო
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოცაში გზის ასფალტირება დაიწყო. ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა სოფელ ქვენატკოცაში გზის ასფალტირების სამუშაოები დაათვალიერა.
“პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 1101 გრძ. მეტრი ასფალტობეტონის საფარის დაგება 4 მონაკვეთზე. ასფალტობეტონის საფარი მოეწყობა როგორც გზის სავალ ნაწილზე, ასევე მიერთებებსა და ეზოში შესასვლელებზე.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზა #4-ზე მოსამზადებელი და მიწის ვაკისის მოსაწყობი სამუშაოები.
პროექტი ხორციელდება რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით. სამუშაოებს ასრულებს შპს ,,ჰედეფ ჯორჯია”,”- აღნიშნულია ინფორმაციაში.