“პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელს უთხრა, რომ ნებისმიერ დროს ჩავა სალაპარაკოდ, ოღონდ არა – აღქმებზე, არამედ ფაქტებზე სასაუბროდ” – შარმანაშვილი

“პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელს უთხრა, რომ ნებისმიერ დროს ჩავა სალაპარაკოდ, ოღონდ არა – აღქმებზე, არამედ ფაქტებზე სასაუბროდ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

„საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელი შეხვედრიდან არაფერს ველოდებით, რადგან არ გველაპარაკებიან. პრემიერ-მინისტრმა უთხრა, რომ ნებისმიერ დროს ბრიუსელში ჩავა სალაპარაკოდ. ოღონდ, არა აღქმებზე სალაპარაკოდ, არამედ ფაქტებზე სასაუბროდ. ჩვენი პრემიერის შეთავაზება გამოიყენონ და გვამხილონ, რომ რასაც ჩვენ ვამბობთ, ტყუილია. რა არის გამოსავალი, საერთოდ რომ შეგხვდებიან? – ეს გამოსავალი კი არ არის, თვითმხილებაა, რომ არგუმენტები არ აქვთ და საქართველოსთან შეხვედრა ამიტომ არ უნდათ“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება, სადაც, მათ შორის, საქართველოში არსებულ ვითარებასაც განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები