“ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე, ავტომობილების გადაადგილების ფაქტთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურის მიერ მოხდა სამართალდარღვევის დაფიქსირება – ყველა პირი ადმინისტრაციულად დაჯარიმდა” – ბათუმის ბულვარი

“ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე, ავტომობილების გადაადგილების ფაქტთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ შესაბამისი სამსახურის მიერ მოხდა სამართალდარღვევის დაფიქსირება”,- ამის შესახებ განმარტებას “ბათუმის ბულვარი” აკეთებს.

“სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს გადაეგზავნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ იდენტიფიცირებულ იქნა აღნიშნული ავტომობილები და დამრღვევი პირების მიმართ გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები – ყველა პირი ადმინისტრაციულად დაჯარიმდა”,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები