მადიარმა ნეთანიაჰუს უნგრეთში ჩასვლის შემთხვევაში მისი დაკავების უფლება გასცა

“ტიზას“ პარტიის ლიდერმა, პეტერ მადიარმა, რომელიც მალე უნგრეთის პრემიერ-მინისტრი გახდება, განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ შესაძლოა დააკავონ, თუ ის უნგრეთს ესტუმრება.

ამის შესახებ მან ბუდაპეშტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„თუ ვინმე საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წევრია და ძებნილი პირი შემოდის ჩვენს ქვეყანაში, ის უნდა დააკავონ“, – განაცხადა მადიარმა ჟურნალისტების კითხვაზე საპასუხოდ, დააკავებდნენ თუ არა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, თუ ის უნგრეთში ჩავიდოდა.

შეგახსენებთ, 2024 წლის ნოემბერში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) ნეთანიაჰუს და ისრაელის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამის შემდეგ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის წარმომადგენელმა, პიტერ სტანომ, განაცხადა, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო მხარს უჭერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს და უნდა შეასრულოს მისი დაპატიმრების ორდერები, მათ შორის ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერიც.

2025 წლის აპრილში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა გამოაცხადა თავისი ქვეყნის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოდან გასვლის შესახებ, მას შემდეგ, რაც სასამართლომ ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი გასცა. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საერთაშორისო სასამართლო ორგანო პოლიტიკურ ინსტრუმენტად იქცა. შემდგომში ნეთანიაჰუ ბუდაპეშტს ეწვია, სადაც ორბანს შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები