2026 წლის I კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 829.8 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო – წლიურმა ზრდამ კი 0.5% შეადგინა

2026 წლის I კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 829.8 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0.5%-ით მეტია.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავალში 2026 წლის I კვარტალში ევროკავშირის ქვეყნების წილი 17.0%-ით განისაზღვრა და 140.7 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა – ზრდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 36.4%-ია.

სტატისტიკის მიხედვით, გაზრდილია თურქეთიდან და უკრაინიდან მიღებული შემოსავლები, წლიურად 12.2% და 34.2%-ით და, შესაბამისად, 120.1 და 45.3 მლნ აშშ დოლარს უტოლდება. ახლო აღმოსავლეთში ომის ფონზე, შემცირებულია ისრაელიდან მიღებული მოგზაურობიდან შემოსავლები წლიურად 13.4%-ით 98.9 მლნ აშშ დოლარამდე.

კლების ტენდენციით ხასიათდება რუსეთიდან შემოსავლები – 2026 წლის I კვარტალში რუსეთიდან საქართველოში მოგზაურობით მიღებული შემოსავლები 12.3%-ით შემცირდა.

საქართველოს შემოსავლები მოგზაურობიდან ქვეყნების ჭრილში 2026 წლის პირველ კვარტალში შემდეგნაირად ნაწილდება:

აზერბაიჯანი – 48.1

ბელარუსი – 16.2

თურქეთი – 120.1

ირანი – 9.7

ისრაელი – 98.9

რუსეთი – 124.3

საუდის არაბეთი – 12.9

სომხეთი – 28.8

უკრაინა – 45.3

ევროკავშირი – 140.7

დანარჩენი ქვეყნები – 185.0.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები