ვენსი ირანთან მოლაპარაკებებისთვის პაკისტანში ჩასვლას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Bloomberg-ს განუცხადა, რომ ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი პაკისტანში გაფრენას გეგმავს, რათა სამშაბათს, 21 აპრილს, ირანის ოფიციალურ პირებთან პირდაპირი მოლაპარაკებები განაახლოს.

„ორშაბათს, სატელეფონო ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, დღეს, მოგვიანებით პაკისტანში გაემგზავრება, რათა განაახლოს მოლაპარაკებები, რომლებიც, მისი თქმით, სამშაბათს უნდა დაიწყოს“, – წერს სააგენტო.

ამავდროულად, როგორც „როიტერსი“ იტყობინება, აღმოსავლეთის დროით 12:00 საათის მონაცემებით, ვენსი კვლავ ვაშინგტონში იმყოფება და ჯერ არსად გაფრენილა.

ტრამპმა ადრე განაცხადა, რომ აშშ-ის დელეგაცია, მათ შორის ვენსი, ორშაბათს საღამოს ირანთან მოლაპარაკებებისთვის ისლამაბადში ჩავიდოდა. თუმცა, მოგვიანებით მან განაცხადა, რომ მისთვის სულერთი იყო, დაესწრებოდა თუ არა ირანის დელეგაცია ისლამაბადში დაგეგმილ მოლაპარაკებებს.

8 აპრილს ვაშინგტონმა და თეირანმა ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ გამოაცხადეს. ისლამაბადში შემდგომი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, საომარი მოქმედებების განახლების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა, აშშ-მა ირანის პორტების ბლოკადა დაიწყო. შუამავლები მოლაპარაკებების ახალი რაუნდის ორგანიზებას ცდილობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები