ირანში ისრაელის დაზვერვასთან კავშირში ბრალდებული მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს

ირანში სიკვდილით დასაჯეს მამაკაცი, რომელსაც ისრაელის დაზვერვასთან დაკავშირებული ქსელის ხელმძღვანელობასა და იანვრის საპროტესტო აქციების დროს თეირანში მეჩეთის დაწვის მცდელობაში ედებოდა ბრალი.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „მიზანი“ ავრცელებს.

სააგენტომ დააზუსტა, რომ ამირალი მირჯაფარი თეირანში ყოლჰაკის მეჩეთის ცეცხლის წაკიდებისა და სახელმწიფოს საწინააღმდეგო საქმიანობისთვის გაასამართლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები