რა შეცდომას უშვებენ „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდაზე მძღოლობის კანდიდატები – მომსახურების სააგენტო ინფორმაციას აქვეყნებს
შსს-ს მომსახურების სააგენტო „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე მძღოლობის კანდიდატის მიერ ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
“მძღოლობის კანდიდატი შესაბამისი მიმართულებით არ ატრიალებს თავს უხილავი გზის მონაკვეთის (ე.წ. „მკვდარი უბნების“) შესამოწმებლად და არ სარგებლობს ავტომობილის უკუხედვის შიდა და გარე სარკეებით;
ქვეითთა გადასასვლელზე გავლისას, უსაფრთხოების წესების დაუცველობა;
სატრანსპორტო საშუალებასთან სათანადო დისტანციის დაუცველობა;
ნებადართული სიჩქარის გადაჭარბება ან ნებადართულზე მნიშვნელოვნად ნაკლები სიჩქარით მოძრაობა;
მიმართულების/მოხვევის შუქ-მაჩვენებლის არასათანადო გამოყენება ან გამოუყენებლობა”,- წერია ინფორმაციაში.