ვახტანგ ძაბირაძე: პარტიები, რომლებიც ამ არჩევნებში მონაწილეობენ, მაგრამ ბარიერის გადალახვის შანსი არა აქვთ, “ქართული ოცნების” წისქვილზე ასხამენ წყალს

მართალია, მანდატები რიგითობის მიხედვით ნაწილდება, მაგრამ რაც უფრო მეტი იქნება ჯამური პროცენტი მათი, ვინც ბარიერი ვერ გადალახეს, მით უფრო მეტია შანსი, რომ “ქართულმა ოცნებამ” მიიღოს უმრავლესობა – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიები, რომლებიც ამ არჩევნებში მონაწილეობენ, მაგრამ ბარიერის გადალახვის შანსი არა აქვთ, უნდათ თუ არა, მაინც “ქართული ოცნების” წისქვილზე ასხამენ წყალს.

“ამით დაინტერესებულია თავად “ქართული ოცნება” და დაინტერესებული არიან ეს პარტიებიც, რადგან იქ 1%-იან ბარიერზეა ლაპარაკი და როგორც ჩანს, იმედი აქვთ, რომ ამ 1%-ს მაინც მიიღებენ, რაშიც ძალიან მეპარება ეჭვი. თუკი ამას შეძლებენ, ეს ნიშნავს, რომ მათ განსაზღვრული დაფინანსება ექნებათ და როგორც ჩანს, ამ მოტივით მონაწილეობენ. შესაძლოა ზოგიერთს არ უნდა, რომ “ოცნების” თამაში ითამაშოს, მაგრამ არსებობისთვის დაფინანსება სჭირდებათ. ჩემი აზრით, ეს არის მოტივი, რატომაც არჩევნებში მონაწილეობენ. მათ ხომ ძირითადად ოპოზიციური ხმები მიაქვთ და არა “ქართული ოცნების” ანუ ეს ხმები აკლდება ოპოზიციას, იმ პარტიებს, რომლებიც ბარიერს გადალახავენ. სხვაობა რაც უფრო დიდი იქნება “ქართულ ოცნებასა” და დანარჩენ პარტიებს შორის, რადგან პროპორციულად ნაწილდება ბარიერგადალახულ პარტიებში მანდატების რაოდენობა, მით უფრო მომგებიანია ეს “ქართული ოცნებისთვის”,- განაცხადა ძაბირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები