ისლანდიის ყველაზე მარტოსული სახლის საიდუმლო

ელიდეის კუნძულზე, რომელიც ისლანდიაში, ვესტმანაეიარის არქიპელაგზე მდებარეობს, შორიდან ერთადერთი სახლი მოჩანს. იდუმალებით მოცული სახლის შესახებ ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა არსებობს. ხან ამბობენ, თითქოს, ყველასგან დამალული საცხოვრებელი სახლი ვიღაც იდუმალებით მოცულ მილიონერს ეკუთვნის, ხანაც კი, მთელ კუნძულს ცნობილი ისლანდიელი მომღერალი ბიორკი ფლობს.

სამი საუკუნის განმავლობაში კუნძულზე ხუთი ოჯახი ცხოვრობდა, რომელთაც სახლის აშენება და პატარა, დახურულ საზოგადოებაში ცხოვრება სურდათ. ისინი ზრდიდნენ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, თევზაობდნენ და ნადირობდნენ, მაგრამ მარტოობის ათი წლის შემდეგ მიხვდნენ, რომ ელიდეის კუნძულზე ცხოვრება არაპრაქტიკული იყო.

საბოლოოდ, 1930 წელს კუნძული ბოლო მოსახლემ დატოვა. კონტინენტზე ცხოვრება, თევზაობა და პირუტყვის გაზრდა ბევრად ადვილი იყო, მაგრამ, აი, ნადირობისთვის ელიდეი ყველა სხვა ადგილს სჯობდა. ამიტომაც, 1950-იან წლებში ნადირობის ასოციაციამ კუნძულზე ააშენა ის სახლი, რომელიც დღეს  ბევრ მოგზაურს აოცებს. იქ ახლა მხოლოდ ასოციაციის წევრები ჩერდებიან და ისიც მხოლოდ ნადირობის სეზონის დროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები