ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში ფოლკლორის ცენტრის ორენოვან წიგნებს წარადგენენ
16 სექტემბერს, 15:00 საათზე, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში ფოლკლორის ცენტრის ორენოვან წიგნებს წარადგენენ.
ფოლკლორის ცენტრის ინფორმაციით, მსოფლიო მუსიკა – ფილიპ ბოლმანი და ეთნომუსიკოლოგია – თიმოთი რაისის ავტორობით, ოქსფორდის გამოცემაა და პოპულარულ ენაზე გვიყვება მსოფლიო მუსიკის ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ.
გამოცემას წარადგენს ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ეთნომუსიკოლოგი, ფოლკლორის ცენტრის საერთაშორისო მიმართულების კონსულტანტი ნანა მჟავანაძე.
ღონისძიებაზე, ასევე, გაიმართება ორენოვანი ელექტრონული ჟურნალის – ქართული ფოლკლორი და ფოლკლორის არქივის კატალოგის პრეზენტაცია.
პროექტები განხორციელდა საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით.